„პროცენტული ცვლილება და საბანკო სესხის გადასახადი“ - მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა შემეცნებითი პროექტი და საინტერესო პრეზენტაცია
18-12-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მეათე კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში საინტერესო პროექტზე იმუშავეს. მათ თემის - „ფარდობა, პროპორცია, პროცენტი, პროცენტული ცვლილება, საბანკო სესხის გადასახადის“ გავლის შემდეგ, მასწავლებელ გულნაზი ლექვინაძის ხელმძღვაბელობით, პროექტზე იმუშავეს და პრეზენტაცია მოამზადეს.

მოსწავლეებმა გამოიანგარიშეს, რა ვადით შეუძლიათ აიღონ სესხი, თუ შემოსავალი შეადგენს 1000 ლარს; რამდენი ლარი უნდა იყოს ყოველთვიური შემოსავალი, რომ სესხი 5 წლის ვადით მიიღონ.

მოსწავლეებმა ხაზგასმით წარმოაჩინეს:

1. პროცენტის, პროცენტული ცვლილების გამოთვლის მნიშვნელობა, სიდიდის ცვლილების ტენდენციის აღსაწერად;
2. კომპიუტერული პროგრამის გამოყენების მნიშვნელობა საბანკო სესხის გადასახადის გამოსაანგარიშებლად.

მათემატიკის მასწავლებელმა - გულნაზი ლექვინაძემ, სკოლის დირექტორის მოადგილე - მზია ჟორჟოლიანმა და სკოლის დირექტორმა - მარინე ფხაკაძემ მოსწავლეების პრეზენტაცია დადებითად შეაფასეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203