მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი ჩატარდა
18-12-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ, მათ შორის, სპორტულ განვითარებაზე ზრუნავენ. ამ მიმართულებით კი არაერთი აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მე-7 და მე-9 კლასების გოგონებსა და ვაჟებს შორის, შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
ღონისძიებას სპორტის მასწავლებელი იოსებ ფხაკაძე უძღვებოდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და სამახსოვრო კადრები გადაიღეს. შეჯიბრი მე-9 კლასის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს