
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამის დასტურია, საინტერესო კომპლექსური დავალება, სახელწოდებით - „სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით!“, რომელიც მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლალი ჭაბუკიანმა შესთავაზა.
მოსწავლეებმა, დავალებაზე დიდი მონდომებითა და ინტერესით იმუშავეს, განიხილეს დავალების მთავარი არსი და იმსჯელეს მასზე. მოსწავლეებმა მოთხრობა პიესად აქციეს და საინტერესო როლური თამაშები მოაწყვეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი შეესაბამებოდა ეროვნული სტანდარტის მოთხოვნებს.
იხილეთ ფოტოები: