ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და ხალისიანად მიმდინარეობს. ახლა უკვე საახალწლო სამზადისიც დაიწყო, რასთან დაკავშირებითაც მთელი სკოლა თემატურად მოირთო. სასკოლო საზოგადოებამ დეკორაცია დაამზადა და სხვადასხვა კლასის კარები გააფორმა, მოსწავლე-მასწავლებლებმა დადგეს ნაძვის ხეც. აღსანიშნავია, რომ სკოლაში ამაღლებული სადღესასწაული განწყობა იგრძნობა.
თხილნარის N2 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას ულოცავს.
„გისურვებთ ულევ სიხარულს, სიკეთესა და წარმატებებს თქვენ და თქვენს ოჯახებს. მშვიდობის, კეთილდღეობის, წინსვლისა და გაძლიერების წელი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: