„შთამბეჭდავი, ჰარმონიული და ინტერაქტიული“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის - ქეთი ბობოხიძის საჩვენებელი გაკვეთილი 
18-12-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და გამორჩეული აქტივობა იმართება.

ამჯერად, საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „ბუნებრივი და მექანიკური მუსიკაში“ მე-7 კლასში საგან მუსიკაში ჩატარდა. მას მასწავლებელი ქეთი ბობოხიძე უძღვებოდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი საოცრად შთამბეჭდავი, ჰარმონიული და ინტერაქტიული იყო. მე-7 კლასის დამრიგებელი ფ.გიორხელიძეა.

„გვიხარია, რომ პირველ საჯარო სკოლას ჰყავს საუკეთესოზე საუკეთესო მუსიკის პედაგოგები: ქეთი ბობოხიძე და ქეთი რატიანი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203