კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეთა წარმატება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ პირველობაზე
18-12-2023

სპორტული ცხოვრება, რომ ჯანმრთელობის საწინდარია, ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში კარგად ესმით, ამიტომ მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა სპორტულ მიღწევებზეც აისახება. 

ახლახან, დასრულდა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2023-2024 წლის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების პირველობა, სადაც კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს 36 სკოლას შორის და მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვეს.

მოსწავლეებმა წარმატებებს მიაღწიეს ფეხბურთში (ვაჟები) - I ადგილი და ნომინაცია საუკეთესო ფეხბურთელი ილია მანელიშვილი;

  • მაგიდის ჩოგბურთში (გოგონები) – I ადგილი;
  • მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟები) – II ადგილი;
  • კალათბურთში (გოგონები) II ადგილი;
  • დაჯილდოვდნენ მოსწავლეები - ნინი მახარაძე, მარი მახარაძე, თამარ ცენტერაძე, ელენე კახიძე.

ქობულეთის სასულიერო გიმნაზიის ნიჭიერმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი უსაზღვრო უნარი, ისინი აგრძელებენ ასპარეზობას რეგიონის პირველობაზე.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსუსრვებენ. 

„გიმნაზიელებო, მომავალშიც გვეამაყოს თქვენი წინსვლითა და წარმატებებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203