
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო და შემეცნებითი პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა - „მინერალური წყალი“.
აღსანიშნავი, რომ პროექტის განხორციელებაში, მეათე კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა, წარმატებით გაართვეს თავი გაკვეთილზე დამუშავებულ პროექტს - „მინერალური წყალი“, რომელსაც მასწავლებელი მარინა ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პრობლემის გადასაჭრელად მიზანმიმართულად გამოიყენეს თეორიული ცოდნა თემაზე - „სიცოცხლის მოლეკულები“ და მაღალ შედეგსაც მიაღწიეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი მიზნად ისახავდა, რომ მოსწავლეებს მოეძიებინათ ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული წყლების შესახებ.
საბოლოო ჯამში კი, მოსწავლეებმა ნამუშევრები ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეორგოლის სახით წარადგინეს სასკოლო სივრცეში და მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: