
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ხელოვნების მიმართ მოსწავლეთა სწორი დამოკიდებულების ფორმირებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „საუბარი ხელოვნებაზე“.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს გამოჩენილი ქართველი მხატვრების - ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის შემოქმედებაზე და მათ ღვაწლზე სამშობლოს წინაშე.
ღონისძიების მუსიკის მასწავლებელი ლაურა ბუნტური ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითობის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: