ბუკისციხის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ანა კალანდაძის დაბადების დღე აღნიშნეს
18-12-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, დაწყებითი კლასების კათედრამ ანა კალანდაძის დაბადების დღე აღნიშნა და პოეტის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატა. გაიმართა თემატური ღონისძიება, რომელიც ჩოხატაურში, ანა კალანდაძის სკვერში ჩატარდა. შემდეგ კი მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მისი მშობლიური სოფელი - ხიდისთავი მოინახულეს. 

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

„როგორც ილია ჭავჭავაძე წერდა: „პოეზია არის შესაგრძნობი და არა შესაცნობელიო“, ამიტომაც ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის  მოსწავლეებმა, უპირველეს ყოვლისა ანა კალანდაძის პოეზიის საშუალებით, სამყარო განსხვავებულად შეიგრძნეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203