„დიდება საქართველოს“- საინტერესო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია უჯარმის საჯარო სკოლაში
18-12-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში ვახტანგ გორგასლის ხსენების დღე აღნიშნეს.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „დიდება საქართველოს“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში II, V, VIII, IX და X კლასების მოსწავლეები განსაკუთრებული ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

ღონისძიებაზე ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობა და ცხოვრება განიხილეს. მოსწავლეებმა საინტერესო თემატური ვიდეორგოლები და ნახატები ნახეს. აღნიშნული საღამო მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნინო დურგლიშვილმა და ისტორიის მასწავლებელმა - ნანა ნიკოლოზაშვილმა მოამზადეს.

„საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მეფის - ვახტანგ გორგასლის სახელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის მცხოვრებთათვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
როგორც ცნობილია, ვახტანგ მეფეს სამეფო რეზიდენცია ჰქონდა უჯარმის ციხე-ქალაქში. აქ, უჯარმის მიდამოებში გადაიხადა უკანასკნელი ბრძოლა და ამ ბრძოლის დროს, მტრის ისრით დაჭრილი ამავე ციხე-ქალაქში გარდაიცვალა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203