ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურნენ 
18-12-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი მოვლენები ყოველთვის შესაბამისად აღინიშნება. 

ამჯერად, მოსწავლეთა თვითმმართველობა და სამოქალაქო კლუბი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სკოლის კედელი მოხატეს. მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დახატეს.

გარდა ამისა, სკოლაში კანდიდატის სტატუსის მონიჭების მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრეს, აზრები გაცვალეს და შემდეგი გზავნილები გააჟღერეს: „გზა ევროპისკენ!“, „ილიას გზით - წინ ევროპაში“. 

მოსწავლეები თითოეულ აქტივობაში უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესეით ჩაერთნენ. ისინი აღნიშნული მოვლენის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203