„შეაჩერე ბულინგი!“​ - გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემეცნებითი პრეზენტაცია გამართეს
18-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, პროექტული სწავლების ფარგლებში, გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - „შეაჩერე ბულინგი“. 

პრეზენტაციას სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა.

ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გადაიღეს მოკლე ვიდეორგოლი ძალადობის წინააღმდეგ და შექმნეს კედლის გაზეთი - „შეაჩერე ბულინგი!“

პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს რა არის ბულნიგი, განიხილეს მისი სახეები და იმსჯელეს, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ის.

„ბულინგის (მჩაგვრელობის) სტატისტიკა სამწუხაროდ ყოველწლიურად მატულობს, ამიტომ ჩვენი პროექტის მიზანია სკოლის/თემის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტისა და საინტერესო პრეზენტაციის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203