„წარმატებები, პატარა ვირტუოზს!“ -თბილისის N190 სკოლის მოსწავლე ლიკა რამაზაშვილმა მხატვრულ ტანვარჯიშში​, აჭარის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა
18-12-2023

თბილისის N190 საჯარო სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლის - ლიკა რამაზაშვილის მორიგ სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

პატარა ტანმოვარჯიშემ ამჯერად ბრწყინვალე შედეგი აჩვენა ბათუმში გამართულ ჩემპიონატში. 

ჩემპიონატზე - „აჭარის თასი 2023“, მხატვრულ ტანვარჯიშში მოსწავლემ რგოლით და უსაგნოდ მრავალჭიდში სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

თბილისის N190 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე გაგოშიძე და პედაგოგები მოსწავლეს მიღწეულს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„წარმატებები, პატარა ვირტუოზს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203