ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეთა „საოცნებო პარკი“ და კომპლექსური დავალების ფარგლებში შექმნილი მაკეტები
18-12-2023
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

მოსწავლეები აღნიშნულ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და საინტერესო შემოქმედებით პროდუქტს ქმნიან. 

ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე მე-3 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. დავალების თემა იყო - „საოცნებო პარკი“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა რეალური ან საოცნებო პარკის მაკეტი შექმნეს. 

დავალების პირობობა შემდეგნაირი იყო - გამოიყენე შენთვის სასურველი მასალა და ტექნიკა, ფორმები. შექმენი სხვადასხვა გამოსახულება.

დავალება მოსწავლეებს ხელოვნების მასწავლებელმა - ანა ანდრიაშვილმა შესთავაზა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203