მორძგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ
18-12-2023

როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა კულტურულ განვითარებასა და ხელოვნების მიმართ მათი სწორი დამოკიდებულების ფორმირებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

15 დეკემბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ესტუმრნენ ჭიათურის კულტურის ცენტრის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც  სახელმწიფო მოღვაწის, დიპლომატისა და მწიგნობარის - სოლომონ ლიონიძის საოჯახო ნივთებია წარმოდგენილი: ფრანგული ჭურჭელი, ხმლები, საოჯახო ფოტოალბომი, საფრანგეთიდან ჩამოტანილი მუსიკალური საკრავი „ციტრა“, უნიკალური ნახატები და სხვ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია ერეკლე მეფის მიერ ნაჩუქარი ხატის ხილვამ.

მოსწავლე-მასწავლებლებს საინტერესო გიდობა გაუწია თინა გოცაძემ, რომელიც მათ სოლომონ ლიონიძის მოღვაწეობასა და მუზეუმში გამოფენილ ნივთებზე ესაუბრა. 

სკოლაში მუზეუმს მასპიმძლობისთვის მადლობას უხდიან. 

„დიდ მადლობა ჭიათურის კულტურის ცენტრის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს გულთბილი მასპინძლობისა და  ღირსშესანიშნავი ექსპოზიციის წარმოდგენისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203