
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლის ილია ცხვედიანის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
12-13 დეკემბერს, ხაშურში ჩატარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის პირველობა ქართულ ჭიდაობაში 2012-2013 წლებში დაბადებულთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზა ილია ცხვედიანმა.
ლია ცხვედიანმა დამაჯერებლად მოიგო სამი შეხვედრა და გახდა ტურნირის ჩემპიონი და ოქროს მედალოსანი.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის სახელით ჩვენს სპორტსმენს“,- აღნიშნავენ სკოლაში.