ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში წარმატებით გადავიდნენ
15-12-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში და წარმატებასაც აღწევენ.

ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის პირველი ტურიდან მეორეში წარმატებით გადავიდნენ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები სხვადასხვა საგნში - ისტორიაში: მე-9 კლასის მოსწავლე თამარ მიმინოშვილი, გეოგრაფიაში: მე-10 კლასის მოსწავლეები - ანანო კილასონია, ლიზი სიხარულიძე, ნიკა ათანასოვი, ნატალი ჯინჭარაძე და მე-9 კლასის მოსწავლეები - ლიზი ჯაოშვილი, თამარ მიმინოშვილი, ანა შარაშენიძე.

ქართულის საგნობრივ ოლიპიადაში კი წარმატებით იასპარეზეს მე-9 კლასის მოსწავლე თამარ მიმინოშვილმა და მე-10 კლასის მოსწავლე ანანო კილასონიამ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და შემდეგ ეტაპზეც გამარჯვებას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203