წყალტუბოს N1 სკოლის მეხუთეკლასელებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, მოთხრობა შექმნეს
15-12-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მათ სურვილებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამჯერად, V კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე და გამართეს პრეზენტაცია ქართულ ლიტერატურაში, თემაზე - არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“. 

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი თ.თუთბერიძე, ხოლო, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ს.ქობალია გახლავთ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კომპლექსური დავალების პირობა იყო ტექსტში არსებული მინიშნებების საფუძველზე ნაგაზის წინარე თავგადასავლის დაწერა, თუ როგორ მოხვდა ძაღლი ქალაქში.

აღსანიშნავია, რომ  მოსწავლეებმა გაიარეს კომპლექსური დავალების ეტაპები: შეისწავლეს და დაამუშავეს ტექსტი; დაწერეს ნაწარმოების ყველა თავის გეგმა; შექმნეს გმირისა და პერსონაჟის რუკა ;უყურეს ნ.დუმბაძის ფილმს - „ძაღლი“; დაწერეს ნაწარმოების და ფილმის მოკლე შინაარსი.

ბავშვებმა, ასევე ამოწერეს ტექსტიდან მინიშნებები, რაც მოთხრობის ამბის დაწერაში დაეხმარებოდათ; ისწავლეს რა არის ტექსტი, და დაწერეს მოთხრობა - „ისტორია შინაურ ცხოველზე“, შექმნეს ფოტოსესია ნაწარმოების სიუჟეტის მიხედვით და დახატეს პერსონაჟები.

ბოლოს კი, ბავშვებმა, დაწერეს მოთხრობა - „როგორ მოხვდა ნაგაზი ქალაქში“. 

აღსანიშნავია, რომ ჯგუფში არსებულმა ყველა - 25 მოსწავლემ, შექმნა კომპლექსური დავალების პროდუქტი - მოთხრობა და აღწერა ნაგაზის წინარე თავგადასავალი.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი ფაქიზო ფანჩულიძე, სასწავლო ნაწილის გამგე, ბუნების მასწავლებელი დ.სილაგაძე, კლასის დამრიგებელი ინგლისურის უფროსი მასწავლებელი თ . თუთბერიძე და ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი თ.გრიგოლია.

დამსწრე მასწავლებლებმა დადებითად შეაფასეს გაკვეთილი და წარმატებული უწოდეს. მოსწავლეები კი შეაქეს საინტერესო ნამუშევრებისთვის და სამომავლო წარმატება უსურვეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...