
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსები და აქტივობები იმართება, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით, გეოგრაფიაში ვიქტორინა ჩატარდა.
ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს. ვიქტორინაში მონაწილე მოსწავლეებს სიგელები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქარი გადაეცათ.
ღონისძიება სკოლის თვითმმართველობისა და გეოგრაფიის მასწავლებლის ხელშეწყობით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: