ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
15-12-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები სკოლაში, მრავალფეროვან ღონისძიებებს ატარებენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში, დამრიგებელ ლალი ბექაურის ხელმძღვანელობით, საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა. ლამაზ, სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მეორეკლასელთა შემოქმედობითობამ და მონდომებამ დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203