
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს შემოდგომა.
ღონისძიებაში - „ჯადოსნური შემოდგომა“, I-VI კლასის მოსწავლეები, დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ, ისინი თემატურ კოსტიუმებში გამოეწყვნენ და სასკოლო საზოგადოებას, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული სანახაობა შესთავაზეს.
მოსწავლეებმა, სასკოლო სივრცე საშემოდგომო ნუგბარით მორთეს, წელიწადის ოქროსფერ შემოდგომას შთამბეჭდავი ნომრები მიუძღვნეს და მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
ღონისძებას, დამრიგებლები: მედეა ქაფიანიძე, მაია ჩილაშვილი, ნანა ჩილაშვილი და მთვარისა დემეტრაძე, ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: