ოლადაურის საჯარო სკოლის თეატრალური დასის წარმატება საყმაწვილო ფესტივალში 
15-12-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლის თეატრალური დასი - „ოლადა“, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალში - „პირველი ავტოგრაფი“ მონაწილეობდა. 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ბათუმში გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები მაყურებლის წინაშე წარდგნენ სპექტაკლით: „ქეთევან წამებული“, სადაც საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავიანთი სამსახიობო ოსტატობა და ნიჭიერება. 

შთამბეჭდავი შესრულებისთვის, დასის წევრები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. დღის ბოლოს, კი სკოლის დასმა ნომინაციაში - „გამორჩეული სპექტაკლი“, გაიმარჯვა და პრიზიც მოიგო.

დასის ხელმძღვანელი ჟუჟუნა მაკარაძე გახლავთ. 

ფოტოები: „პირველი ავტოგრაფი“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203