ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი  მიულოცეს
15-12-2023
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ბავშვები საინტერესო საქველმოქმედო აქციასა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ დარეჯან კუჭუხიძის ხელმძღვანელობით ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, დიდი სიყვარულით გადასცეს მათ საჩუქრები და ტკბილეული.

ბავშვები მოსწავლეთა სტუმრობამ ძალიან გაახარა.

„დარწმუნებული ვართ, რომ ეს დღე სასიამოვნო მოგონებად დარჩებათ ცენტრის აღსაზრდელებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203