დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლას ტელესკოპი გადაეცა
15-12-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში წლებია, რაც არჩევით საგნად ასტრონომია ისწავლება.

სკოლას მემორანდუმი საქართველოს ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან აქვს გაფორმებული. ობსერვატორიის დირექტორმა - რევაზ ჭანიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის - გიორგი  ამილახავარის თანხმობით, დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლას ტელესკოპი (Toressen Reflector114EQ) უსასყიდლოდ, უვადოდ გადასცა.

გარდა ამისა მე-8, მე-11 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა მოეწყო, სადაც საინტერესოს ისაუბრეს, ასევე, შემდგომი ამოცანები და მიზნები დაისახა.

„ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას ასტრონომიის, ასტროფიზიკის და კოსმოსური მეცნიერების სფეროში საგანმანათლებლო მეცნიერების პოპულარიზაციას.
მადლობა განათლების სამინისტროსა და ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექციას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203