
თელავის N5 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნის წარმოჩენისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზოვენ.
ამჯერად, სკოლაში, მასწავლებელ მედეა უძილაურის ხელმძღვანელობით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე: „ლექსებით გადმოცემული სიყვარულის ამბები“ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე წარმოაჩინეს საკუთარი დამოკიდებულებები ხალხური თუ ლიტერატურული სატრფიალო შედევრების მიმართ. მათ გაიხსენეს ამა თუ იმ პოეტთან დაკავშირებული სასიყვარულო ისტორიები, ისაუბრეს მხატვრულ ხერხებზე, რომელთა საშუალებითაც გამოხატეს ავტორებმა თავიანთი გრძნობები.
მოსწავლეებმა ასევე შექმნეს საინტერესო, თემატური ნახატები და ვიდეო-რგოლი.
„მნიშვნელოვანია, რომ ლექსებით მიღებული ემოციები ბავშვებმა გადაიტანეს ნახატებზე, მუსიკაში და შექმნეს ვიდეო-რგოლები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
გაკვეთილზე, რომელიც ზღვა ემოციებით იყო დატვირთული, მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: