ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლა წინასაახალწლოდ მოირთო
15-12-2023

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეების განწყობის ამაღლება და  სასკოლო ცხოვრების გახალისებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ. 

ამის დასტურია, დიდი საახალწლო ჟრიამული სკოლაში, პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად, სასკოლო სივრცე ჯადოსნური დღესასწაულისთვის - ახალი წლისთვის, საზეიმოდ მორთეს. 

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, სკოლაში მთავარი ნაძვის ხე მორთეს, დერეფნები ბუშტებით გაალამაზეს და საკლასო ოთახები საახალწლო დეკორაციებით მოაწყვეს. 

სადღესასწაულო განწყობა, ფერადოვნება, ღიმილიანი მოსწავლეები და გახარებული პედაგოგები - ასეთი განწყობა სუფევს ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203