ორჯის საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის საღამო მოეწყო
15-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში, სომხური ენის გაკვეთილზე პედაგოგ ლუსინე პაპოიანის ინიციატივით, მხატვრული კითხვის საღამო მოეწყო, სადაც მოსწავლებმა სომეხი ცნობილი პოეტი ჰოვანეს თუმანიანის პოემა „სასუნელი დავითი“ განიხილეს.

ბავშვებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, პოემის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

როგორც გვიყვებიან, ეპოსის შექმნიდან 1000 წელი გავიდა, რომლის აღნიშვნასაც სკოლა აქტიურად შეუერთდა.

„ეპოსი მრავალ ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის ქართულად. ის 4 შტოსაგან შედგება: „სანასარი და ბაღდასარი“, „მჰერ უფროსი“, „დავით სასუნცი“ „მჰერ უმცროსი“, -  გვიყვებიან სკოლაში.

მათ შესახებ მეცხრეკლასელებმა საინტერესოდ ისაუბრეს. ისინი აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203