გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის საღამო მოეწყო
15-12-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში შემოქმედებითად დატვირთული აქტივობები ხშირად იმართება. 

გამონაკლისი არც ამჯერად ყოფილა - მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, მხატვრული კითხვის საღამო მოეწყო. ისინი ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა სამშობლოზე ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

აღნიშნულ ღონისძიებას სკოლის დირექტორი - ნათია კაპანაძე, კლასის დამრიგებელი - ელზა გოგოლაძე და სხვადასხვა კლასების მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

სკოლაში ქართული ენისა და ლიტეატურის მასწავლებელს - იადონა ზედგინიძეს, გამართული აქტივობისთვის, მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203