პტენის საჯარო სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებმა „შენიშვნების ყუთი“ განათავსეს
15-12-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობები იმართება, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ხალისით ერთვებიან. 

ამჯერად, თავი მე-7 კლასის მოსწავლეებმა გამოიჩინეს, მათ ე.წ. „„შენიშვნების ყუთი“ დაამზადეს და სკოლაში თვალსაჩინო ადგილას განათავსეს. ყუთში წერილების ჩაყრა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ანონიმურად შეუძლიათ. ასე სასკოლო საზოგადოება საკუთარ წუხილს, შენიშვნას ან სურვილს გამოხატავს.

მე-7 კლასში აქტივობამ საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203