აქტიური მკითხველები პტენის საჯარო სკოლიდან
15-12-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, შემოქმედებით და მამოტივირებელ ღონისძიებებს სთავაზობენ. 

სკოლაში მკითხველთა კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს და მოსწავლეების მონაწილეობით, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს. ეს ყველაფერი კი მოსწავლეთა მოტივირებასა და სწავლის მიმართ ინტერესზე დადებითაც აისახება, ისინი სხვადასხვა ლიტერატურასა და მასალას ეცნობიან.

ამჯერად კი, მკითხველთა კლუბის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობისას, სერტიფიკატები იმ მოსწავლეებს გადაეცათ, რომლებსაც, პროექტის ფარგლებში, ყველაზე მეტი წიგნი ჰქონდათ წაკითხული.

მოსწავლეები შეხვედრით კმაყოფილები იყვნენ, მათ სხვადასხვა საინტერესო საკითხზეც ისაუბრეს და ინფორმაცია გაცვალეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203