გორისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
15-12-2023

14 დეკემბერს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „მოაზროვნე“ გაიმართა. 

თამაშში ექვსი სკოლის - გორისის, საჩხერის N1, საჩხერის N3, ჭორვილის, არგვეთისა და კორბოულის N2 სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

თამაშის მიმდინარეობისას ვიდეოჩანაწერის დახმარებით წინასწარ მომზადებულ კითხვებს სვამდნენ როგორც მოსწავლეები, ასევე ცნობილი ადამიანები: გიორგი კალანდია, თომა ჩაგელიშვილი, ცუცა კაპანაძე, ამავე სკოლის კურსდამთავრებილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ასოცირებული პროფესორი გიორგი ქემერტელიძე და ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ გუნდის წევრი ლაშა სარალიძე.

სკოლაში მათ გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიან. 

„მოსწავლეებმა გამოავლინეს აზროვნების მაღალი დონე. მოსწავლე- მასწავლებლებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული ღონისძიება, გამოხატეს კმაყოფილება. მოაზროვნეებს მონაწილეობისათვის  გადაეცათ სერტიფიკატები. ყველაზე მეტი ქულების მქონე გუნდს კი სერტიფიკატებთან ერთად მცირედი საჩუქრები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ გორისის საჯარო სკოლაში  მოსწვლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, შესაბამისად პედაგოგები ახალგაზრდებს ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებაში რთავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203