ბებნისის საჯარო სკოლასა და მეწარმე მოსწავლეებს ხის საჭრელი დანადგარი გადაეცემა
15-12-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში სასიამოვნო სიახლეა.
სკოლა „სკოლა-ბიზნეს ფორუმში“ ჩაერთო, სადაც ხილისა და ბოსტნეულის ჩირის ინოვაციური საშრობის საწარმო „ენლილის“ შემქმნელმა და მფლობელმა ბადრი ციქუბაძემ დაუჭირა მხარი. ის სკოლას ტექნიკური მატერიალური ბაზით დაეხმარება - ხის მასალასა და ხის საჭრელ დანადგარს გადასცემს.
სკოლაში ეს ყველაფერი ახარებთ და ბადრი ციქუბაძის შესახებ ინფორმაციას გვიზიარებენ.
„მეწარმეობა ბოულინგის თამაშს გავს. სტრაიკებით მიღებული ადრენალინი გავიწყებს, რომ პერიოდულად უნდა შეჩერდე და სტრტეგიას გადახედო,- ამბობს ბადრი ციქუბაძე. ბადრი გორის მუნიციპალიტეტში ხილისა და ბოსტნეულის ჩირის ინოვაციური საშრობის საწარმო ენლილის“ შემქმნელი და მფლობელია. „ენლილის" ჩირის საშრობი ჭკვიანი მოწყობილობაა, რომელიც ადაპტირებულია ხილის, ბოსტნეულის, ჩურჩხელისა თუ ტყლაპის შრობის რეჟიმზე. საშრობის ტემპერატურა და ტენიანობა სენსორულად კონტროლდება. ბადრი ასევე მუშაობს თევზისა და ხორცის გაშრობის ინტეგრირებაზე, რაზეც მოთხოვნა ასევე მზარდია. მან ბებნისის სკოლა აირჩია და და მხარი დაგვიჭირა. ბატონი ბადრი სკოლას ტექნიკური მატერიალური ბაზით დაეხმარება. გადმოგვცემს ხის მასალას და ხის საჭრელ დანადგარს, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენი წარმოება ფართო საზოგადოებას გავაცნოთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს