კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურში წარმატებით გადავიდნენ
15-12-2023

ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა და საგანამანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში. 

აღსანიშნავია, რომ 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფის ქულას).

სკოლაში ამაყობენ, რომ ამ რთული ბარიერის დაძლევა და მეორე ტურში გადასვლა შეძლეს გიმნაზიის მოსწავლეებმა. მეორე ტურში იასპარეზებენ:

  • თათია ბოლქვაძე (X კლასი) - რუსული ენა (36 ქულა);
  • ია ზოიძე (XI კლასი) - ქართული ენა და ლიტერატურა (35 ქულა);
  • ია ზოიძე (XI კლასი) - ინგლისური ენა (40 ქულა);
  • ია ზოიძე (XI კლასი) - მათემატიკა (15 ქულა);
  • ანნა შეყილაძე (XI კლასი) - ქართული ენა და ლიტერატურა (35 ქულა);
  • ბარბარე ცენტერაძე (XI კლასი) - ქართული ენა და ლიტერატურა (35 ქულა);
  • ბარბარე ცენტერაძე (XI კლასი) - ინგლისური ენა (40 ქულა);
  • ანა გოგიტიძე (XII კლასი) - ინგლისური ენა (40 ქულა);
  • ანა გოგიტიძე (XII კლასი) - რუსული ენა (40 ქულა).

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს, ვუსურვებთ მომდევნო ტურის გამოწვევებიც ასეთივე წარმატებით გადაელახოთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203