
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.
ახლახან, ინგლისური ენის მასწავლებელმა - ანნა აბრაჰამიანმა მე-6 კლასში ჩაატარა შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე - photo from Down under.
მასწავლებელმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზა.
მოსწავლეებმა შექმნეს ინგლისურენოვანი პლაკატი ავსტრალიის ცნობილი ადგილებისთვის დამახასიათებელი ფაუნისა და ფლორის შესახებ.
მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას სამაგალითოდ გაართვეს თავი და ინგლისური ენის ცოდნა წარმოაჩინეს.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: