
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საზეიმოდ აღნიშნეს.
მოსწავლეებმა დიდი პლაკატი შექმნეს, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დახატეს, ნიშნად იმისა, რომ საქართველო ევროპაა!
ბავშვებმა, ხელებზეც დაიხატეს დროშები, ერთმანეთს დიდი სიამაყით მიულოცეს ეს მნიშვნელოვანი სიახლე და ნიკო ნიკოლაძის სიტყვები გაიხსენეს - „ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი თაობა განძად თვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს“.
სკოლაში, დიდი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის სიტყვების ციტირებასაც მიმართეს და აღნიშნეს, რომ - „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი“.
„კოხტის საჯარო სკოლა ულოცავს სრულიად საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! წინ ევროპისკენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: