
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, მე-6 ზ კლასში, რომლის დამრიგებელი მაკა ხინთიბიძე გახლავთ, მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობით, წაკითხული მოთხრობის - „გახარებული მზე“ შესახებ დისკუსია მოეწყო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაწარმოები ბავშვებმა სახლში წაიკითხეს.
ქართულის მასწავლებელმა, ფატი სურმანიძემ საინტერესო პარალელები გაავლო რ.ინანიშვილის სხვა მოთხრობებთან, ყოველდღიურ ცხოვრებასა და მშობელთა დამოკიდებულებებთან. გაკვეთილზე ბავშვებმაც გამოთქვეს ასევე საინტერესო მოსაზრებები, რომლებიც კლასში გააჟღერეს.
დისკუსია, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საკმაოდ საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა.
სკოლაში, მშობლებს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისათვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: