ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში „ხრესილობა“ საგანმანათლებლო ღონისძიებით აღინიშნა
15-12-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ.  

14 დეკემბერს, „ხრესილობა“ აღინიშნება. ამ დღესასწაულს ტყიბულის მუნიციპალიტეტში 1996 წლიდან ზეიმობენ. ხრესილის ბრძოლის 266-ე წლისთავთან დაკავშირებით, 14 დეკემბერს ტყიბულის N6 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში იმერეთის დიდი მეფის, სოლომონ I- ის შესახებ საგანმანათლებლო საუბრები მოეწყო.

ისტორიის პედაგოგმა, შორენა ბუიღლიშვილმა მოსწავლეებს სოლომონ პირველისა და ხრესილის ბრძოლის შესახებ უამბო და მათთან მნიშვნელოვანი ისტორიული საკითხები მიმოიხილა.

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ იმერეთის მეფე სოლომონ I ქართველ ღირსეულ მეფეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო, იგი სრულიად ახალგაზრდა ავიდა იმერეთის ტახტზე და თავისი მიზანმიმართული ქმედებებით ქვეყანა გადაშენების საფრთხისაგან დაიცვა. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოლომონ მეფის ცხოვრება საკუთარ ხალხზე თავდაუზოგავი და უანგარო ზრუნვის ნიმუში იყო.

14 დეკემბერს, ასევე დიდი ზეიმი იყო ტყიბულში, ქართველთა მოამაგის, იმერეთის დიდი მეფის, სოლომონ I - ის ძეგლის გახსნასთან დაკავშირებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203