კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო გარემოსდაცვით პროექტს შეუერთდნენ
15-12-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან მოსწავლეები მაშტაბურ გარემოსდაცვით პროექტს შეუერთდნენ, რომელსაც გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით,  ტელეკომპანია CNN ახორციელებს. 

პროექტი - cnn - call to earth, რომელში მონაწილეობის მისაღებად სკოლა მიიწვიეს, გულისხმობდა გარემოსდაცვით ღონისძიებებს, ფრინველებზე ზრუნვასა და გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად უსმენდნენ და უყურებდნენ ამერიკული ტელეკომპანიის გამოგზავნილ ლექციებსა და ვიდეომასალებს.

CNN-ის შეთავაზებული პროექტებიდან სკოლამ აირჩია, ფრინველებზე ზრუნვის კამპანია.

ინგლისურის მასწავლებლის - დიანა მიქაუტიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს გლობალურ დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა ძველი მერხებისგან ჩიტებისთვის სახლები დაამზადეს.

„მადლობას ვუხდით cnn-ს მხარდაჭერისთვის, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ცნობიერების ამაღლებაში, ქმედებების წახალისებასა და გარემოს დაცვის ხელშეწყობაში - მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებასა და თემს გლობალური დათბობის საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნეს“, - გვეუბნება პედაგოგი და კუჭატნის საჯარო სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

„ჩვენ ერთად გადავარჩენთ ჩვენს პლანეტას!“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203