წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მეორადი ნივთებისგან დამზადებული ნაძვის ხეების გამოფენა გაიმართა
15-12-2023

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა განწყობაზე, მათ გახალისებასა და მათთვის სიურპრიზებით სავსე სასკოლო ცხოვრების შექმნაზე განსაკუთრებით ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლის დაწყებითების კათედრამ, რომლის ხელმძღვანელიც მზია სილაგაძე გახლავთ, მოსწავლეებში საახალწლო განწყობის შესაქმნელად მოაწყო მეორადი საგნებისაგან დამზადებული ნაძვის ხეების გამოფენა.

აღსანიშნავია, რომ დაწყებითი კლასების თითოეულმა კლასმა, მშობელთა ჩართულობით, წარმოადგინა ძალიან საინტერესო და ორიგინალური ნაძვის ხეები, რომლებიც დამზადებული იყო სხვადასხვა სახის მეორადი საგნების გამოყენებით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სანახაობა მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა, ერთხმად სიმღერით მიულოცეს ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი.

„მოსწავლეების სიხარულით გაბრწყინებული თვალები ავსებდა გარემოს“, - ასე აფასებენ სკოლაში წინასაახალწლო გამოფენას. 

აღსანიშნავია, რომ კათედრის ხელმძღვანელმა, თითოეული კლასი გაწეული შრომისა და წარმოდგენისათვის, სხვადასხვა ნომინაციებით დააჯილდოვა.

„ბედნიერი ახალი წელი ყოფილიყოს მეგზური ჩვენი მომავალი თაობებისათვის“, -  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203