
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში, პედაგოგები არაერთ აქტივობას ატარებენ, რომელიც მოსწავლეებს საჭირო უნარებს სძენს და უვითარებს.
ამჯერად, სკოლაში, კონკურსი წაკითხულის გააზრებაში ჩატარდა, რომელშიც მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ ნაწარმოებები წაიკითხეს, რომლის შესახებაც შემდგომ ისაუბრეს. ბავშვებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ხალისიანად გაატარეს.
კონკურსი, რომელსაც პედაგოგი ვაჟა ქამაშიძე ხელმძღვანელობდა, მოსწავლეთათვის საინტერესო და სახალისო იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონკურსები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: