„გილოცავთ, ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას“ - რუსთავის N20 სკოლის მოსწავლეები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საინტერესო აქტივობით შეხვდნენ 
15-12-2023
რუსთავის N20 საჯარო სკოლის  X კლასის მოსწავლეებმა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში,  ძალიან საინტერესო აქტივობა ჩაატარეს.

მოქალაქეობის გაკვეთილზე, გლობალიზაციის თემის განხილვის დროს გამართულმა დისკუსიამ წამოჭრა საკითხი, თუ როგორ აისახება ევროპეიზაცია ქართულ სინამდვილეში.

მოსწავლეების ინიციატივითა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით, დაიგეგმა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები და აქტივობები, მათ შორის მასტერკლასი - ევროპული საშობაო ორცხობილის ქართული მოტივებით მოხატვა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, სკოლაში მიიწვიეს ახალგაზრდა, ნიჭიერი კონდიტერი, რომელმაც საკუთარი ცოდნა გაუზიარა და დაეხმარა მოსწავლეებს ჩანაფიქრის განხორციელებაში.

აღსანიშნავია, რომ აქტივობამ დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც მოსწავლეების, ასევე მათი მშობლების მხრიდან.

ხელმძღვანელი, პედაგოგი ნ. ბიძინაშვილი გახლდათ. 

აქტივობის შემდეგ, სულ ცოტა ხანში, საქართველომ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რაც სიმბოლური გახდა სკოლისთვის.

„ჩვენი სკოლისთვის სიმბოლურიც კი გახდა, რომ აქტივობის ჩატარებიდან სულ რამდენიმე საათში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203