
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში მოსწავლის - მირანდა ჩუტკერაშვილის მორიგ სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
მირანდა ჩუტკერაშვილმა მძლეოსნობის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა. პირველი ოლიმპიური ჩემპიონის - რაფაელ ჩიმიშკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მოსწავლემ, საქართველოს მასშტაბით, მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა.
„მან კიდევ ერთხელ ასახელა სკოლა“,- აღნიშნავენ სკოლაში და პატარა სპორტსმენს წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ გურკელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას ყოველთვის მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: