
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-5 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე: „იგავ-არაკები“ ჩატარდა, რომლის მიზანი შესწავლილი ტექსტის გააზრებისა და მსჯელობის უნარის განვითარება იყო.
გაკვეთილი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესო სასწავლო რესურსის გამოყენებით წარიმართა.
ბავშვებმა ცოდნა წარმოაჩინეს, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც შემდგომ ერთმანეთს გაუზიარეს.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
„ძალიან საინტერესო აქტივობა გამოვიდა. ყოჩაღ ბავშვებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: