რუსთავის N20 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებაზე მანდატურის სამსახურის უფროსს უმასპინძლეს
15-12-2023

რუსთავის N20 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი ეწვია, რომელიც სკოლებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების თემაზე გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

სკოლაში მე-12 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი-სპექტაკლი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ასახავდა.

მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, ესეები, ნახატები და პოსტერები ნაადრევი ქორწინების თემაზე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მომზადებამდე, რუსთავის N20 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების დაუშვებლობის საკითხებზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩაატარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203