„ოლიმპიური თამაშები“​ - მინაძის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ლიკა მელიქიძემ სასკოლო საზოგადოებას საინტერესო პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა
15-12-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტებით სწავლება მეტად სახალისო და საინტერესოა. 

14 დეკემბერს, მინაძის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ლიკა მელიქიძემ სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა პროექტის - „ოლიმპიური თამაშები“ პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლემ მოამზადა საინფორმაციო ბუკლეტები ოლიმპიური თამაშებისა და ოლიმპიური საქართველოს შესახებ, რომლებიც პრეზენტაციის შემდეგ სასკოლო საზოგადოებას დაურიგდა.

აღსანიშნავია, რომ მინაძის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203