ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ქართული ენისა და ლიტერატურის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
14-12-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორის, დაწყებითი საფეხურის მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის გუნდურ კონკურსში.

გუნდმა „ცასწავალამ“ წარმატებით იასპარეზა, სკოლა ასახელა და პირველი ადგილი დაიკავა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ გამარჯვებას ულოცავენ.

„ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებს ყოველთვის მხარს უჭრენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203