
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლაში წინასახალწლო სამზადისია.
ახლახან, კონკურსი „ორიგინალური ნაძვის ხე“ გაიმართა, რომლის მიზანი, როგორც მოსწავლეთა გახალისება, ისე მათ შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა-განვითარება და ასევე, რაც მეტა მნიშვნელოვანია, მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.
მოსწავლეებმა კონკურსის ფარგლებში ხელოვნური მასალისგან ორიგინალური ნაძვის ხეები დაამზადეს. როგორც თავად აღნიშნავენ, კიდევ ამ აქტივობით კიდევ არაერთი ნაძვი გადაურჩება მოჭრას.
იხილეთ ფოტოები: