განძის N2 საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის დღე საინტერესოდ აღინიშნა
14-12-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობებსა და პროექტებს ატარებენ.
ამჯერად, სკოლაში, კლუბის წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები განახორციელეს, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა თემატური პრეზენტაციები და ნახატები მოამზადეს. მათ აღნიშნეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია და მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის დაცვა.
1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს