
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
ღონისძიება - „ფერადი შემოდგომა“ სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს და წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ხოტბა შეასხეს.
ბავშვებმა ისაუბრეს წელიწადის ამ ბარაქიან და ლამაზ დროზე. წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს, ბევრი იმხიარულეს და ემოციურად დატვირთულებმა გააცილეს შემოდგომა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები, რომლებმაც უდიდესი სიხარული და კმაყოფილება გამოხატეს მონაწილეთა მიმართ.
მე-2 კლასის კლასის ხელმძღვანელი ლალი ბარქაია გახლავთ, მუსიკის მასწავლებელი კი თინათინ ლაგვილავა.
იხილეთ ფოტოები: