
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო დავალებებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ნაწარმოები „უსამართლო შირვან-შაჰი“ შეისწავლეს.
მის შესახებ ისაუბრეს, თავიანთი დამოკიდებულება ერთმანეთს გააცნეს, შემდგომ კი გაკვეთილის ფარგლებში, მას წერილი მიწერეს.
აქტივობა „მიწერე წერილი ნაწარმოების პერსონაჟს“ მოსწავლეთათვის საინტერესო იყო. მასში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: